არარეალური პირობითი წინადადება გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომლის განხორციელება ნაკლებად რეალურია და მოქმედება ეხება აწმყოს ან მომავალ დროს. ზმნა დამოკიდებულ წინადადებაში არის წარულ განუსაზღვრელ დროში, ხოლო მთავარი წინადადება იწარმეობა would დამხამრე ზმნით:
If I had time, I would go - მე რომ დრო მქონდეს, წავიდოდი.
To be ზმნა ყველა პირთან იქნება წარსული გაუსაზღვრელი დროის მრავლობით რიცხვში.
If I were you, I wouldn’t marry him- მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, მას ცოლად არ გავყვებოდი.
Third Conditional
არარელური პირობითი წინადადება წარსულ დროში.
არარეალური პირობითი წინადადება წარსულ დროში გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო წარსულ დროში, მაგრამ არ მოხდა.
If I had had time, I would have gone - დრო რომ მქონოდა, წავიდოდი.
ე.ი. დრო არ მქონდა და ვერ წავედი.
როგორც ხედავთ, დამოკიდებულ წინადადებაში ვიყენებთ წარსულ სრულ დროს, ხოლო მთავარ წინადადებაში would + perfect infinitive.
შევაჯამოთ სამივე ტიპის პირობითი წინადადება.
If I have time, I will go - თუ დრო მექნება, წავალ.
If I had time, I would go - დრო რომ მქონდეს, წავიდოდი.
If I had had time, I would have gone - დრო რომ მოქონოდა, წავიდოდი.
პირობითი წინადადებების შემთხვევაში, თუ დამოკიდებული წინადადებით იწყება წინადადება, მაშინ ის უნდა გმაოიყოს მძიმით, მაგრამ თუ დამოკიდებული წინადადება მოსდევს მთავარ წინდადებას მაშინ მძიმეს არ ვიყენებთ.
მაგ. If I have time, I will go- თუ დრო მექნება, წავალ. If I have time – არის დამოკიდებული წინდადება, რომელითაც დავიწყე მთლიანი წინადადება და შესაბამისად ის გამოვყავი მძიმით. მაგ. თუ ვიტყვი: I will go if I have time-წავალ, თუ დრო მექნება- ამ შემთხვევაში მძიმეს არ ვიყენებთ!
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა