გამარჯობა {{subscriberName}}

ვისწავლოთ prefer; would prefer; would rather-ის სწორად გამოყენება

დღევანდელ ვიდეოში გასწავლით სამი იმ სიტყვისა თუ ფრაზის სწორად გამოყენებას, რომელიც გამოხატავს რომ რაღაც რაღაცას გვირჩევნია. მაშ ასე: 

  1. Prefer 

  2. Would prefer

  3. Would rather 


სანამ უშუალოდ ამ სიტყვების სწორად გამოყენების შესწავლაზე გადავიდოდეთ მინდა გაგახსენოთ თუ რა არის
ინფიტინივი და გერუნდი. 

ინფინიტივი და გერუნდი ზმნის ფორმებია, ინფინიტვს ეძახიან ზმნის საწყის ფორმას, რას ნიშნავს საწყისი ფორმა? ანუ ზმნა ყოველგვარი დანამატების გარეშე, ყოველგვარი -s-სა და ed-ს დამატების გარეშე. მაგ. play, go, do, read, jump, say. ყველა ჩამოთვლილი სიტყვა არის ინფინიტივში. აქვე აღვნიშნავ, რომ ორი სახის ინფინიტივი არსებობს “to” ნაწილაკით და “to” ნაწილაკის გარეშე. ანუ to play და play, to go და go. როდის რომელი გვჭირდება ეგ სხვა საკითხია და ამაზე აღარ შევჩერდები. რაც შეეხება გერუნდს, გერუნდიც ზმნის ფორმაა რომელიც იწარმოება ინფინიტივზე -ing-ის დართვით, play - playing; read - reading. 

ახლა უკვე შეგვიძლია დავუბრუნდეთ ზემოთ ჩამოთვლილ სიტყვებს და ვისწავლოთ მათი სწორად გამოყენება. 


დავიწყოთ prefer-ით. 

დავუშვათ მინდა ვთქვა, რომ ჩაი მირჩევნია ყავას. ჩაიც და ყავაც არსებითი სახელებია, ამ შემთხვაში წინადადებას ასე ავაწყობთ. 

I prefer tea to coffee. 

დავაკვირდეთ წინადადებას, შესადარებელ სიტყვას გამოყენებულია to. ანუ ჩაი მირჩევნია ყავას. დავიმახსოვროთ რომ prefer-ის გამოყენების დროს ვიყენებთ to-ს. 

ახლა დავუშვათ მინდა ვთქვა, რომ ჩაის დალევა მირჩევნია ყავის დალევას. ე.ი. წინადადებაში შემოვიტანე სიტყვა დალევა. რაც არის ზმნა. როცა საქმე ზმნას ეხება, prefer-ს მოსდევს გერუნდი. 

I prefer drinking tea to drinking coffee. შესადარებელი სიტყვა ისევ to-ა. 

 

აქვე აღვნიშნავ, რომ prefer გამოიყენება, როცა ვამბობ რომ ზოგადად რაღაც მირჩევნია რაღაცას. ხოლო კონკრეტულ სიტუაციაში რომ მირჩევნია რაღაც მაშინ ვიყენებ would prefer-ს. 

Would prefer და prefer ერთმანეთს წააგავს, ბოლოს და ბოლოს ორივე მათგანში სიტყვა prefer არის გამოყენებული. მაგრამ მათ ერთმანეთისგან განსხვავებულად ვიყენებთ. 


თუ კი prefer-ს გერუნდი მოსდევს, would prefer-ს “to” ნაწილაკიანი ინფინიტივი მოყვება. 

I would prefer to watch Game of Thrones today rather than ((to) watch) The Vampire diaries today. - დღეს ვამპირის დღიურების ყურებას სამეფო კარის თამაშების ყურება მირჩევნია. მინდა, რომ ამ წინადადებაში ორ რაღაცაზე გაამახვილოთ ყურადღება 1) გამოვიყენეთ to ინფიტინივი მაგრამ მეორედ გამოყენებისას (to) ჩავსვით ფრჩხილებში რაც იმას ნიშნავს რომ მეორედ შემიძლია არ გამოვიყენო. თუ მინდა გამოვიყენებ to-ს თუ მინდა არ გამოვიყენებ, რადგან მანამდე უნდა ნახსენებია. 2) prefer-სგან განხვავებით შესადარებელ სიტყვად გამოიყენება rather than. Prefer-ში კი გამოიყენება to. ხომ გახსოვთ, I prefer drinking tea to drinking coffee. 


Would prefer ხშირად გამოიყენება შემოკლებულია ფორმით: I’d prefer to watch… I’d prefer to go…

შეგახსენებთ რომ შემოკლებული ფორმა I’d შეიძლება ნიშნავდეს I had-საც და ის I would-ში არ უნდა აგვერიოს. მათ კონტექსტისა და წინადადების სტრუქტურის მიხედვით გაარჩევთ ერთმანეთისგან.  


ბოლოს განვიხილოთ would rather რომელსაც ვიყენებთ, როგორც ზოგადად საუბრისას ასევე კონკრეტულ შემთხვევებშიც. Would rather-საც მოსდევს ინფინიტივი, მაგრამ would prefer-სგან განსხვავებით მას მოსდევს ინფინიტივი
“to” ნაწილაკის გარეშე. აქ ჩემი მაგალითები თავს არ შეგაწყენთ და ფილმებიდან გაჩვენებთ რამდენიმე კადრს. 

I'd rather be a good man than a great king. 

You would rather be with a human than with your own kind. 

განვიხილოთ თორის მიერ ნათქვამი წინადადება: 
I'd rather be a good man than a great king.  გამოყენებული გვაქვს ინფინიტივი to ნაწილაკის გარეშე, ანუ be. თუმცა შემდეგ აღარ აბობს სიტყვა be-ს და პირდაპრ ამბობს than a great king. შეგვეძლო გვეთქვა than be a great king - ორივე სწორი იქნებოდა. ასევე დავაკვირდეთ იმას, რომ შესადარებელ სიტყვათ გამოყენებულია than


შევაჯამოთ ახსნილი გაკვეთილი:

Prefer + gerund და შესადარებელ სიტყვად ვიყენებთ “to”-ს. 

Would prefer + to infinitive და შესადარებელ სიტყვად ვიყენებთ rather than-ს. 

Would rather + bare infinitive და შესადარებელ სიტყვად ვიყენებთ than-ს. 

I prefer drinking tea to drinking coffee. 

I would prefer to watch Game of Thrones rather than ([to] watch) the Vampire Diaries today. 

I'd rather be a good man than a great king. 

თუ გინდათ რომ ისწავლოთ B1+-ის გრამატიკა გადადით ჩვენს შექმნილ ონლაინ კურსზე და დაიწყეთ მეცადინეობა ახლავე! https://abi.abz.ge

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა