ორივე დრო, ანუ აწმყო სრული განგრძობითი დრო და აწმყო სრული განუსაზღვრელი დრო იხმარება ისეთი მოქმედების გამოსახატავად, რომელიც დაიწყო წარსუშლი და ახლაც გრძელდება.
მაგრამ present perfect simple-ს ვიყენებთ ისეთი მდგომარეობის გამომხატველ ზმნებთან როგორიცაა: be, like, know, have და ა.შ.
მაგ. Elena has had the dog for three years. - ელენას სამი წელია ძაღლი ყავს.
ხოლო present perfect continuous-ს ვიყენებთ მოქმედების გამომხატველ ზმნებთან. მაგ. It’s been raining for 3 hours - სამი საათია რაც წვიმს.
აწმყო სრული განგრძობითი დროც და აწმყო სრული განუსაზღვრელი დროც, ორივე გამოიყენება ისეთ შემთხვევებში როცა შედეგი გვაქვს სახეზე. მაგრამ აწმყო სრული განუსაზღვრელ დროის შემთხვევაში მოქმედება ახალახანს დასრულდა. ხოლო აწმყო სრული განგრძობითი დროის შემთხვევაში ეს მოქმედება შეიძლება ახლაც გრძელდებოდეს, ან დასრულებული იყოს.
როდესაც ვამბობ She has just washed her hair - მან ახლახანს დაიბანა თმა, მოქმედება უკვე დასრულებულია და ვთქვათ შედეგი ისაა, რომ თმა სველი აქვს.
ხოლო როდესაც ვამბობ Her feet hurt because she has been walking all morning. ეს წინადადება შეგვიძლია ვთარგმნოთ ორნაირად. ტერფები ტკივა, რადგან მთელი დილა დადიოდა. ან ტერფები ტკივა, რადგან მთელი დილაა დადის. ანუ ამ წინადადებიდან არ ჩანს, მოქმედება დასრულებულია თუ ისევ გრძლებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ მოქმედების შედეგი, ტერფების ტკივილი გვაქვს სახეზე.
თუ აბიტურიენტი ხართ, ეროვნულ გამოცდაზე ერთ-ერთი სავრჯიშოს შესასრულებლად აუცილებლად დაგჭირდებათ 12 დროის სწავლა. გადადით ლინკზე https://abi.abz.ge/ და სპეციალურად თქვენთვის შექმნილ კურსში გაეცანით ყველა დროს თავისი უამრავი სავარჯიშოთი.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა