გამარჯობა {{subscriberName}}

რა განსხვავებაა აწმყო სრულ და წარსულ განუსაზღვრელ დროს შორის?

N1

Daniel has painted his first picture - დენიელმა დახატა პირველი სურათი.

Daniel painted his first picture last year  - დენიელმა შარშან დახატა პირველი სურათი.

ორივე წინადადება ქართულად ითარგმნება დენიელმა დახატა: ანუ ორივე შემთხვევაში მოქმედება მოხდა წარსულში. მაგრამ პირველი წინადადება არის present perfect-ში ანუ აწმყო სრულ დროში, ხოლო მეორე წინადადება არის past simple-ში ანუ წარსულ განუსაზღვრელ დროში. საქმე ისაა, რომ პირველ წინადადებაში არ ვაკონკრეტებ თუ როდის მოხდა მოქმედება, ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ აწმყო სრულ დროს, ხოლო როცა მითითებულია დრო last year, five minutes ago, in 1995 დ ა.შ. მაშინ ვიყენებთ past simple-ს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუ ადამიანი გარდაცვლილია მაშინ მნიშნველობა არ აქვს მოქმედების შესრულების დროს დავაკონკრეტებთ თუ არა, მაინც წარსული განუსაზღვრელი დრო უნდა გამოვიყენოთ. მაგ. Charles Dickens wrote “Oliver Twist”

 

N2

იმ მოქმედებებთან, რომლებიც დაიწყო და დასრულდა წარსულში ვიყენებთ წარსულ განუსაზღვრელ დროს, ხოლო ისეთ მოქმედებებთან რომლებიც დაიწყო წარსულში და ახლაც გრძელდება ვიყენებთ Presnet Perfect. როდესაც ვამბობ He lived in London for ten years - ლონდონში ათი წელი ცხოვრობდა, ე.ი. ის ლონდონში აღარ ცხოვრობს. ხოლო როცა ვამბობ He has lived in London for ten years - ლონდონში ათი წელია ცხოვრობს, ე.ი. ისევ ცხოვრობს ლონდონში.

 

N3

ისეთ მოქმედებებთან, რომლებიც მოხდა წარსულში და აღარ გამეორდება ვიყენებთ past simple - ს მაგ. I once spoke to John Lennon - ერთხელ ჯონ ლენონს დაველაპარაკე, მას ვეღარ დაველაპარაკები, რადგან ის გარდაიცვალა ამიტომაც გამოვიყენე past simple. ხოლო ისეთ მოქმედებასთან, რომელიც მოხდა წარსულში და შეიძლება ისევ გამეორდეს ვიყენებთ აწმყო სრულ დროს, მაგ. I have spoken to Taylor Swift, ტეილორ სვიფტს დაველაპარაკე, იმიტომ გამოვიგენე აწმყო სრული დრო რომ ის ცოცხალია და შეიძლება მას კიდევ ვესაუბრო.

 

N4

ჩვენ ვხმარობთ აწმყო სრულ დროს, როცა დროის მონაკვეთი არ არის დასრულებული, ხოლო როცა დასრულებულია ვხმარობთ წარსულ განუსაზღვრელ დროს.

I’ve had 3 cups of coffee this morning - დღეს დილით სამი ფინჯანი ყავა დავლიე,

I had 3 cups of coffee this morning - დღეს დილით სამი ფინჯანი ყავა დავლიე
ორივე წინადადება ერთნაირად ითარგმნება, მაგრამ მეორე შემთხვევაში როცა past simple გამოვიყენე, იგულისხმება რომ დილა უკვე დასრულებულია და ახლა საღამოა, ან შუადღე, ხოლო როცა present perfect-ს ვიყენებ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ ისევ დილაა.

 

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა