რაოდენობითი ზედსართავი სახელებია: Many, few, Much, little, A lot of.
Many-ნიშნავს ბევრს, ხოლო few ცოტას. Many და few გამოიყენება მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან. Many friends-ბევრი მეგობრები, few cars-ცოტა მანქანები.
უთვლადია არსებითი სახელი, რომელიც არ ითვლება. უთვლად არსებით სახელებს განეკუთვნება ნივთიერებათა აღმნიშნველი სახელები და სხვადასხვა ცნებები.
Much -ნიშნავს ბევრს, ხოლო Little ცოტას. მაგრამ Much და Little, many და few-სგან განსხვავებით, გამოიყენება უთვლად არსებით სახელებთან. Much time-ბევრი დრო; Little money-ცოტა ფული.
A little/A few - რამდენიმე, ცოტაოდენი, მაგრამ სამყოფი. მათ აქვთ დადებითი მნიშნველობა. მაგ,
Let’s go and have a drink. We’ve got a little time before the train leaves. -მოდი რამე დავლიოთ. მატარებლის გასვლამდე ცოტა დრო გვაქვს. (იგულისხმება, რომ საკმარისი დროს გვაქვს იმისთვის, რომ რამის დალევა მოვასწროთ.)
თუ ვიტყვით We’ve got little time before the train leaves. ე.ი. მატარებლის გასვლამდე იმდენად ცოტა დრო გვაქვს, რომ ვერაფრის დალევას ვერ მოვასწრებთ.
Much და Many უმეტესად იხმარება კითხვით და უარყოფით წინადადებებში.
We didn’t spend much money-ჩვენ არ დაგვიხარჯავს ბევრი ფული.
Do you know many people?-ბევრ ადამიანს იცნობ?
მტკიცებით წინადადებაში უმეტესად იხმარება a lot of, lots of-როგორც მრავლობით რიცხვში მდგარი ასევე უთვლად არსებითი სახელების წინ.
A lot of friends-ბევრი მეგობრები.
A lot of time-ბევრი დრო.
Much და Many იხმარება მტკიცებით წინადადებაში, თუ მათ წინ უსწრებთ შემდეგი სიტყვები: so, as, too.
He has so many new jobs that he can’t find any free time-მას იმდენი სამუშაო აქვს, რომ თავისუფალი დრო არ აქვს.
She read as much as she could-მან იმდენი წაიკითხა, რამდენიც შეეძლო.
They drank too much wine-მათ ბევრი ღვინო დალიეს.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა