გამარჯობა {{subscriberName}}

როგორ დავწეროთ წერილი

იმ დავალებაში სადაც უნდა დაწეროთ წერილი, მოცემულია მცირე ზომის განცხადება, წერილი ან რეკლამა. აბიტურიენტებს მოგეთხოვებათ, მიწეროთ წერილი, რეკლამის, განცხადების ან წერილის ავტორს და სთხოვოთ მას უფრო დეტალური ინფორმაცია სამი საკითხის გარშემო. ის თუ რის შესახებ უნდა მოიპოვოთ ინფორმაცია, ტესტში გამოტანილია შეკითხვების სახით.  წერილის დასაწერად გამოყოფილი გაქვთ განსაზღვრული ადგილი, რომელიც სასურველია შეავსოთ. წერილის დასაწყისი და ბოლო მოცემულია. წერილი იწყება Dear editor/Sir/Madam და მთავრდება Regards, Yours faithfully. როგორც წესი წერილის ან იმეილის წერის დროს, ბოლოს ჩვენს სახელს ვწერთ ხოლმე. Yours faithfully Tako. თუმცა ამ შემთხვევაში არსად არ მიუთითოთ თქვენი სახელი ან გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ნაწერი არ გასწორდება. მნიშნველობა არ აქვს ფორმალურ სტილს გამოიყენებთ თუ არა ფორმალურს.

ამ დავალების მაქსიმალური ქულაა 6.

დავალების შესრულებისას გაითვალსიწინეთ: წერილში მოითხოვეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც ტესტშია მითითებული .

 

ვთქვათ მოცემულია რამე რეკლამა, მაშინ წერილის წერა დაიწყეთ. I read the advertisement which was published in your newspaper. -ანუ მიუთითეთ სად შეგხვდათ, ესა თუ ის განცხადება ან რეკლამა. ეს ინფორმაცია მოცემულია დავალების პირობაში.

ამას მოსდევს წინადადება, რომელშიც აფიქსირებთ თუ რატომ წერთ ამ პიროვნებას წერილს. I’m writing this letter to request more information.  

 

ამის შემდეგ დაუსვით კითხვები, ეს შეკითხვები ერთმანეთისგან გამოყავით ისეთი ფრაზებით როგორიცაა: First of all, Then, and last.

გამოიყენეთ შემდეგი ფრაზები კითხვების დასასმელად:

  • I would greatly appreciate it  if you could provide me with some information …..  

  • Would it be possible to let me know …. ?  

  • I’m really interested in finding out …

  • It would be useful to have information concerning…  

 

და ბოლოს დაასრულეთ წერილის წერა ფრაზით Thank you in advance.

 

წინასწარ გმადლობთ.

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა