Will - ს ვიყენებთ:
როდესაც რამე ვარაუდს გამოვთქვამთ, როდესაც რამეს “ვწინასწარმეტყველებთ” I think it will rain - -ვფიქრობ, რომ იწვიმებს.
თუ საუბრის მომენტში ვიღებთ გადაწყვეტილებას რომ რამე გავაკეთოთ, ამ შემთხვევაშიც future simple უნდა გამოვიყენოთ.
- I’m hungry
- I’ll cook something for you - რამეს მოგიზმადებ.
როცა საუბრობ მომავალის ისეთ ამბებზე, რაც პირადული არაა. The prime minister will make an announcement tomorrow.
როდესაც ვინმეს რამეს ვპირდებით ან ვთაზობთ.
აქვე შევადაროთ ერთმანეთს to be going to და will - როგორც ვიცით be going to -ს საკმაოდ ხშირად გამოყენებადი მნიშნველობაა ვაპირებ, ე.ი. განიზრახე რომ რაღაც გააკეთო. შესაბამისად will - ს ვიყენებთ მაშინ როდესაც საუბრის მომენტში ვიღებთ გადაწყვეტილებას ხოლო როცა წინასწარ ვიცით რის გაკეთებას ვაპირებთ ამ შემთხვევაში ვიყენებთ to be going to -ს.
მაგ. - This exercise is really difficult
- I will help you. - ეს სავარჯიშო ძალიან რთულია, დაგეხმარები.
ანუ საუბრის მომენტში გადავწყივტე შენი დახმარება. ხოლო როდესაც ვამბობ რომ They are going to get married next week - ისინი მომავალ კვირას აპირებენ დაქორწინებას. ე.ი. წინასწარ ცნობილია რომ აპირებენ დაქორწინებას.
თუ გინდათ რომ უფრო საფუძვლიანად შეისწავლოთ გრამატიკა და თანაც თქვენი ცოდნა სავარჯიშოებით გაამყაროთ გადადით აბიტურიენთებისთვის შექმნილ ჩვენს კურსზე https://abi.abz.ge/ და დაიწყეთ მეცადინეობა ახლავე. გაითვალისწინეთ რომ კურსის გამოყენება აბიტურიენტების გარდა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა