გამარჯობა {{subscriberName}}

სასაუბრო (კომპლიმენტები)

თუ გინდათ, რომ ადამიანი თქვენს მიმართ დადებითად განეწყოს, მას გულწრფელი კომპლიმენტი უნდათ უთხრათ. ახლა გასწავლით თუ როგორ უნდა უთხრათ ადამიანს კომპლიმენტები ინგლისურად.

 

განვიხილოთ სხვადასხვა სიტუაციები. ვთქვათ აღფრთოვანებული ხართ, ვინმეს კაბით.

 

Your dress is really elegant.

ან ვინმეს ყელსაბამი მოგეწონათ

What a lovely necklace!

თუ ვინმეს კულინარიულმა “შედევრმა” მოგხიბლათ შეგიძლიათ ამ ადამიანს უთხრათ.

  • The lasagna is delicious. You’re a fantastic cook.

  • The cherry pie is out of this world.   (out of this world - ნიშნავს ძალიან კარგს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთარგმნოთ, ალუბლის ნაცმხვარი ძალიან გემრიელია).

 

თუ გინდათ ვინმეს თავი დაამახსოვროთ და ადამიანის გული მოიგოთ, ისეთ კომპლიმენტი უთხარით, რომელიც მის თვისებებს, მის პიროვნებას შეაქებს. დამიჯერეთ ასე უფრო მოახდენთ ეფექტს.

მაგ, იმის ნაცვლად, რომ ვინმეს უბრალოდ უთხრათ თუ რა კარგად უკრვს გიტარაზე,

You play the guitar brilliantly.

შეგიძლიათ მას, ამავდროულად, უთხრათ თუ როგორი შრომისმოყვარეა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხშირად არ იმეცადინებდა და კარგი გიტარისტიც ვერ იქნებოდა.
You play the guitar brilliantly. You must be conscientious.

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა