წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიაში, სადაც მოგეწონათ, ვთქვათ მაისური. სანამ მას მოისინჯავთ, პირველ რიგში დაინტერესდებით ზომებით.
Have you got this in a size 26? - 26 ზომა გაქვთ?
Have you got this in a smaller size?-უფრო პატარა ზომა გაქვთ?
Have you got this in a bigger size?
თუ აღმოჩნდება, რომ თქვენი ზომის მაისური მაღაზიაში აქვთ, შემდეგ ისღა დაგრჩენიათ, რომ გამოსაცვლელი ოთახისკენ გაეშუროთ.
Where's the fitting room? - სად არის გასახდელი?
თუ მაისური თქვენი ზომის არ აღმოჩნდება შეგიძლიათ თქვათ:
It doesn't fit-არ მომერგო.
თუ მაისური მოგერგებათ, შეგიძლიათ თქვათ:
It's just right-ზუსტად მომერგო.
ამ დროს შეიძლება გითხრან:
It suits you-გიხდება.
თუ ყიდვას დააპირებთ შეგიძლიათ თქვათ:
I'll take it -ვიყიდი. (ამას ავიღებ)
მოლარე გკითხავთ: “Would you like to pay by credit card or with cash?” - ბარათით გსურთ გადახდა თუ ნაღდი ფულით?
თუ ვთქვათ ნაღდი ფულით იხდით, შეგიძლიათ თქვათ: Cash please.
გადახდის შემდეგ მოლარე გიპასუხებთ: Here’s your receipt. - ინებეთ ქვითარი.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა