I’d like to know ...
I’m interested in …
Could you tell me … ?
Do you know … ?
Could you find out … ?
Could I ask … ?
Do you happen to know … ?
როგორც ხედავთ არჩევანი საკმაოდ დიდია, შეგიძლია ისწავლოთ ერთი ან რამდენიმე მათგანი, ან სულაც ყველა და სხვადასხვა სიტუაციებში რომელიც გაგახსენდებათ ხოლმე ის გამოიყენოთ.
აღნიშნული ფრაზები შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში გამოიყენოთ. ვთქვათ ტექნიკის მაღაზიაში ხართ და გინდათ გაიგოთ ტელეფონის ფასი.
I’d like to know how much this mobile phone costs. შეგიძლიათ იმავე შეკითხვა სხვანაირადაც დაიწყოთ
Could you tell me how much this mobile phone costs?
სხვათაშორის ეს ფრაზები გამოგადგებათ აბიტურიენტებსაც, რადგან წერილის წერის დროს სწორედ არაპირდაპირი შეკითხვის დასმას გთხოვენ. თუ გინდათ რომ ისწავლოთ აღნიშნული ფრაზების გრამატიკულად სწორად გამოყენება გადადით აბიტურიენტებისთვის შექმნილ ჩვენს გვერდზე და დაიწყეთ მეცადინეობა ახლავე! თუ არადა უყურეთ ჩვენს ვიდეოს არაპირდაპირი შეკითხვების შესახებ.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ვინმეს ინფორმაციას პირდაპირ კი არ ვეკითხებით არამედ ტელეფონზე ვესაუბრებით. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაშიც, შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი ფრაზები, მაგრამ მათთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი წინადადებები:
I’m calling to find out …
I’m calling about …
და შემდეგ დასვათ თქვენთვის სასურველი წინადადება.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა