გამარჯობა {{subscriberName}}

ვისწავლოთ So&Such-ის გამოყენება

So - გამოიყენება ცალკე მდგომ ზედსართავ სახელთან და აძლიერებს მის მნიშნვლობას.
I am so tired. I’ll have to go to bed. - მე ძალიან დაღლილი ვარ. უნდა დავიძინო.

So - ასევე გამოიყენება much, many, little, few - სთან და ამ შემთხვევაშიც აძლიერებს მათ მნიშნველობას.

You shouldn’t eat so much - ასე ბევრი არ უნდა ჭამო/ ძალიან ბევრი არ უნდა ჭამო.


Such a/an

როგორც უკვე აღვნიშნე so გამოიყენება ცალკე მდგომ ზედსართავ სახელებთან, ხოლო such გამოიყენება არსებით სახელებთან, რომელთაც წინ შეიძლება ზედსართავი სახელი უსწრებდეს ან არც უსწრებდეს.
I can’t stand him. He’s such an idiot - ამ შემთხვევაში, არსებითი სახელი ცალკე დგას, ზედსართავი სახელის გარეშე.

I’d never heard such a wonderful voice before - აქამდე ასეთი შესანიშნავი ხმა არ გამიგონია. აქ უკვე არსებით სახელსს ანუ voice-ს წინ ზედსართავი სახელი უსწრებს.


როდესაც არსებითი სახელი არის მხოლობით რიცხვში, როგორც ზემოთ განხილულ მაგალითებში იყო, idiot და voice, მათ წინ ვიყენებთ such a/an-ს. ხოლო როცა არსებითი სახელი არის უთვალდი ან არის მრავლობით რიცხვში, მაშინ ვიყენებთ such -ს არტიკლის გარეშე. მაგ.

Our neighbours are such friendly people - ჩვენი მეზობლები ძალიან მეგობრული ხალხია.


So -სა და such - თან ხშირად ვიყენებთ
that-ს, მაგ.

It was so dark that we could hardly see. - ისე ბნელოდა, რომ ძლივს ვხედავდით.

It was such a boring place that we decided to leave. - ისეთი მოსაწყენი ადგილი იყო, რომ წასვლა გადავწყვიტეთ.

 

ხოლო Such as - გამოიყენება მაგალითის მოსაყვანად.
She can’t eat dairy products, such as milk and cheese.

 

 

მადლობა რომ დაინტერესდი, ყოველკვირეულად მიიღებ ახალ გაკვეთილებს მითითებულ ელ.ფოსტაზე

მიიღე ახალი გაკვეთილი ყოველ კვირას

შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა