წარმოება
I/He/She/It was reading.
I/He/She/It was not reading.
Was I/He/She/It reading?
We/You/They were reading
We/You/They were not reading
Were We/You/They reading?
გამოყენების წესები:
Past Continuous-ს ვიყენებთ იმ მოქმედების აღსანიშნად, რომელიც ხდებოდა წარსულის იმ მომენტში, როდესაც მეორე მოქმედებამ შეაწყვეტინა მსვლელობა. მოქმედებასთან, რომელიც მიმდინარეობდა ვიყენებთ Past Contiuous-ს, ხოლო მოქმედებასთან რომელმაც შეაწყვეტინა ამ მოქმედების მსვლელობა ვიყენებთ Past Simple-ს.მაგ, I was watching TV when Tom phoned. - როცა ტომმა დარეკა, ტელევიზორს ვუყურებდი. ე.ი. ტელევიზორის ყურება, ეს მოქმედება მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ გამოვიყენე აქ past continuous, ხოლო ეს მოქმედება ტომის ზარმა შემაწყვეტინა, ამიტომაც 'ტომმა დარეკა' ჩავსვი past simple-ში, წარსულ განუსაზღვრელ დროში.
Past Continuous-ს ვიყენებთ ორი ან ორზე მეტი ისეთი მოქმედების გამოსახატავად, რომლებიც წარსულში ერთდროულად მიმდინარეობდა.
I was tidying my room while my sister was cooking a meal. -მაშინ როდესაც ჩემი და საჭმელს ამზადებდა მე ჩემს ოთახს ვალაგებდი.
იმ მოქმედებასთან, რომელიც კონკრეტულ დროს ხდებოდა წარსულში. მითითებული არ არის როდის დაიწყო მოქმედება ან როდის დასრულდა, მითითებულია მოქმედების მსვლელობის დრო. I was reading a book at 9 am yesterday -გუშინ 9 საათზე წიგნს ვკითხულიბდი.
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა