ზედსართავი სახელი ახლავს არსებით სახელს და გამოხატავს საგნის თვისებას ან ნიშანს. ზედსართავ სახელს დაესმის კითხვა როგორი? მაგალთად, red-წითელი, long-გრძელი, tall-მაღალი. ზედსართავ სახელს აქვს შედარებითი ხარისხები. შედარებითი ხარისხი სამია: დადებითი (positive), შედარებითი (comparative) და აღმატებითი (Superlative).
შედარებითი ხარისხების წარმოება
ყველა ერთმარცვლიანი ზედსართავი სახელი შედარებით ხარისხებს აწარმოებს -er-ის, ხოლო აღმატებით ხარისხებს -est-ის დამატებით.
tall-taller-the tallest
ორმარცვლიანი ზედსართავი სახელები, რომლებიც ბოლოვდებიან -y, -ow, -er-ზე , შედარებით ხარისხს -er-ის, ხოლო აღმატებითს -est-სუფიქსების საშუალებით აწარომებენ.
happy-happier-the happiest;
narrow-narrower-the narrowest
ყველა დანარჩენი ორმარცვლიანი და მრავალმარცვლიანი ზედსართავი სახელები შედარებით ხარისხებს აწარმოებენ more და აღმათებით ხრისხებს most დამხამარე სიტყვებით:
interesting-more interesting-the most interesting
ზოგი ზედსართავი სახელი ხარისხებს ფუძისეული ხმოვნის შეცვლით აწარმოებს:
good-better-the best
bad-worse-the worst
მართლწერის წესები: თუ ზედსართავი სახელი ბოლოვდება e-ზე მაშინ, ხარისხების წარმოებისას დაირთავს მხოლოდ -r და -st სუფიქსებს.
მაგ, brave-braver-the bravest
თუ ზედსართავი სახელი ბოლოვდება y-ზე და მის წინ თანხმოვანია, ხარისხების წარმოებისას y- შეიცვლება i-თი და დაემატება er და est სუფიქსები.
Pretty-prettier-the prettiest
ხოლო თუ y-ის წინ ხმოვნია, ხარისხების წარმოებისას y უცვლელი რჩება:
Gay-gayer-the gayest
შეიყვანე მხოლოდ ელ.ფოსტა